როგორც ჩანს, თოვლის ბაბუა არსებობს - F-16 "ცუდი ბიჭების" დასამარცხებლად შეიქმნა, - ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვი წერს Twitter-ზე წერს.
"დღეს ახალი კოალიცია დაიბადა! "გამანადგურებელთა კოალიცია".
უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების დაწყებას. ახლა მათ შეეძლებათ, მხარი დაუჭირონ თავიანთ და-ძმებს ხმელეთსა და ზღვაზე, რათა ეს ომი მოიგონ.
F-16 "ცუდი ბიჭების" დასამარცხებლად შეიქმნა. ახლა მათი დრო დადგა!", - წერს რეზნიკოვი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.